გაცნობებთ, რომ საქართველოს ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამა /60 კრედიტი/, შესაძლოა განხორციელდეს როგორც ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ, ერთი წლის ვადაში, ისე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილის სახით. შესაბამისად, სტუდენტებს, რომლებსაც სურთ პედაგოგიური დისციპლინების გავლა, შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ ეს დისციპლინები თავისუფალი კრედიტების სახით. დღევანდელი მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, დიპლომში არ ფიქსირდება მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის (60 კრედიტიანი მაინორის) გავლის შესახებ ჩანაწერი. ამასთან, არ გაიცემა ცალკე დიპლომი/სერტიფიკატი, თუმცა დიპლომის დანართში (დადგენილი წესით) აღირიცხება გავლილი პედაგოგიური დისციპლინები და შესაბამისად დაგროვილი კრედიტები.